ერაყის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის დაშლის შესახებ განაცხადა
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ მინისტრთა კაბინეტის დაშლის შესახებ განაცხადა და სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა.
ერაყის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ყველა ადამიანი დაისჯება, ვინც დემონსტრანტებს ესროდა.
ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ ძალადობა, რომელსაც უკვე 110-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, შესაძლოა, უფრო მასშტაბური გახდეს.
„ჩვენ ხვალ პარლამენტს მივმართავთ, რომ კენჭი უყაროს მთავრობის დაშლას და რამდენიმე საათში გამოვაქვეყნებთ თანამდებობის პირთა სიას, რომლებიც კორუფციაში არიან ბრალდებული“, – განაცხადა ერაყის პრემიერმა.
ერაყის რამდენიმე ქალაქში და დასახლებულ პუნქტში აქციები მიმდინარე თვის დასაწყისიდან იმართება. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან კორუფციასთან ბრძოლას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დაპირისპირების შედეგად 6 107 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 241 უსაფრთხოების ძალების თანამშრომელია.