ერაყის პრემიერ მინისტრი - ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ომი დასრულებულია
ერაყის პრემიერ მინისტრი, ჰაიდერ ალ-აბადი აცხადებს, რომ ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ომი დასრულებულია.
„ჩვენმა სამხედროებმა სრული კონტროლი დაამყარეს ერაყი – სირიის საზღვარზე, სწორედ ამიტომ ვაცხადებ, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ომი დასრულებულია”, – განაცხადა პრემიერმა.
ნოემბრის ბოლოს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ანბარის, სალაჰ ედ დინისა და ნაინავას პროვინციებში ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყეს.