ერაყის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკული ბაზის დაბომბვის შესახებ გაფრთხილება ერაყმა ირანიდან გვიან ღამით მიიღო
ამერიკული ბაზის დაბომბვის შესახებ გაფრთხილება ერაყმა ირანიდან გვიან ღამით მიიღო, – ამის შესახებ განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ გააკეთა.
პრემიერის თქმით, ერაყულ მხარეს უთხრეს, რომ იერიშები მხოლოდ იმ ადგილას განხორციელდებოდა, სადაც ამერიკული ძალები იყვნენ განთავსებულნი.
მისივე განმარტებით, არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით.
როგორც აღინიშნა, ამავდროულად, ერაყმა მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება ამერიკიდანაც მიიღო.
გავრცელებული ცნობით, ერაყმა აშშ-ს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ირანმა ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები 8 იანვარს ღამით განახორციელა. თეირანში განაცხადეს, რომ ეს იყო პასუხი აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად ირანელი გენერლის ლიკვიდაციაზე.