ერაყის ეკონომიკის განვითარებისთვის 30 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა
ერაყის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ერაყის ეკონომიკის განვითარებისთვის 30 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ კონფერენციის ორგანიზატორმა, ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ საბახ ალ-ხალედ ალ-ხამად ას-საბახმა განაცხადა.
„კონფერენციაში 76-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ, 51-მა ფონდმა, 107-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ბიზნესის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ქუვეითის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ერაყის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად 88 მილიარდი დოლარია საჭირო.