ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილებს თბილისში დღეს ჩამოიყვანენ
13:38, 13.10.2018
საქართველოს სამ არასრულწლოვან მოქალაქეს ერაყიდან დღეს თბილისში ჩამოიყვანენ და აღსაზრდელად მშობლების სახლში, ბებია-ბაბუასთან გადაიყვანენ. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
საუბარია სამ მოზარდზე, რომელთა დედას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი მეუღლის გამო ერაყში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ქართულმა მხარემ ერაყის იუსტიციის სამინისტროსთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმებას მიაღწია და ბავშვებს, რომლებიც ამ დრომდე ციხეში იზრდებოდნენ, ოჯახს გადმოსცემენ.
აეროპორტში რეისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოზარდების ოჯახის წევრები და ელჩი დახვდება.
„ახალმა კვირამ“ ერაყის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესა და მის შვილებზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა: