ერაყელი შიიტების ლიდერი მხარდამჭერებს აშშ-ის საწინააღმდეგო აქციებისკენ მოუწოდებს
ერაყელი შიიტების ლიდერი მხარდამჭერებს აშშ-ის საწინააღმდეგო აქციებისკენ მოუწოდებს

ერაყელი შიიტების გავლენიანი ლიდერი მოქთადა ალ-სადრი მომხრეებს აშშ-ის საწინააღმდეგო აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ალ-სადრმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

შიიტების ლიდერი მოუწოდებს მხარდამჭერებს, ერაყში მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ „მილიონიანი მარში“ გამართონ.

„ერაყის საჰაერო სივრცე, მისი ხმელეთი და სუვერენიტეტი შელახულია საოკუპაციო ძალების მიერ“, – წერს მოქთადა ალ-სადრი.

ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის მოთხოვნით რეზოლუცია მას შემდეგ მიიღო, რაც 3 იანვარს, აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატით მიტანილი იერიშის შედეგად გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა.