ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტაჯ მაჰალი იხსნება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ ძალაში დარჩება შეზღუდვები, როგორიცაა პირბადის ტარება, თერმოსკრინინგი, ასევე დამთვალიერებლები ვალდებული იქნებიან ტერიტორიაზე დისტანცია დაიცვან.
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 87 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 130 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსი 5,4 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 87 882 ადამიანი.