ექვსი ქართული გოლი ევროპაში - ქვილითაიამ ორი გუნდისთვის გაიტანა, დვალმა დუბლი შეასრულა
ავსტრიის ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ საუკეთესო თამაში ჩაატარა – 27-ე ტურში, მისმა გუნდმა, ვენის “რაპიდმა” “ვოლფსბერგერს” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
გიორგი ქვილითაიამ ვენელთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან მეტოქის კარი მე-8, 49 და 89-ე წუთებზე აიღო. თუმცა, გიორგის მხოლოდ თავისიანების საქმე არ გაუკეთებია – 79-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარშიც ჩაჭრა. 27 შეხვედრის შემდეგ, „რაპიდს“ 43 ქულა აქვს და ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-3 ადგილზეა.
ასევე, გამორჩეული მატჩი ჩაატარა პოლონეთში 22 წლის ლაშა დვალმა. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდმა ექსტრაკლისას 28-ე ტურში გასვლაზე ნეჩეცას „ტემპალიკას“ 4:2 სძლია. მასპინძელთა შორის ბათუმის „დინამოს“ ყოფილ ნახევარმცველს, ნიკა კვანტალიანს არ უთამაშია, შჩეცინის „პოგონში“ კი ქართველმა მცველმა თავი გოლეადორული თვისებებითაც გამოიჩინა და დუბლი შეასულა. დვალი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (2:2), ხოლო 59-ე წუთზე სტუმრები დაააწინაურა (2:3).
“პოგონმა” 28 შეხვედრაში 28 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო “ტერმალიცა” 25 ქულით მეთხუთმეტეზეა. სხვათა შორის, „ტერმალიკა“ წინა ტურშიც პრობლემები ქართველმა შეუქმნა – „გდინიას „არკას” თავდამსხმელი ლუკა ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში სწორედ ამ გუნდთან მატჩის შემდეგ შეიყვანეს.