ექსპორტის მიზნით მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავენ
ექსპორტის მიზნით მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.
როგორც გუშინ შსს-ში განმარტეს, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს.
შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
„გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.