„ექსპო ჯორჯიაში“ გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია იმართება
„ექსპო ჯორჯიაში“ გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია იმართება

„ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია იმართება.

ღონისძიება 400-მდე დამფუძნებელსა და სტუმარს მასპინძლობს. ახალი პარტიის სადამფუძნებლო ღონისძიების სტუმრები 17:00 საათიდან იკრიბებიან „ექსპო ჯორჯიაში“. ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდნენ სპორტსმენები, აჩი და რეზი არველაძეები. მათი თქმით, ისინი პრეზენტაციას სტუმრის რანგში ესწრებიან.

„ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში პარტიის წარდგენისას სტუმრებს მიმართავს გიორგი გახარია.

ადგილზე შეკრებილი არიან პარტიის სახეები და მხარდამჭერები.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.