ექსპერტიზამ აუდიოჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა
ექსპერტიზამ აუდიოჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ადასტურებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობას. როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

სარგანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის, სერგეი კურჩენკოსდა და სევერიონ დანგაძის საქმეებთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაკითხულია 15-მდე ადამიანი. ისინი ამჟამად სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

შგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერები 5 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნული მასალები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციები რუსეთში გაქცეული ბიზნესმენისგან, სერგეი კურჩენკოსგან ფინანსდებოდა.