ექსპერტი - ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა
ექსპერტი - ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა

ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ლარის კურსთან მიმართებაში საგანგაშო არაფერი ხდება.

„საპანიკო არაფერი ხდება. როგორც წესი, რეალობა არის ასეთი – ეგზოგენურ ფაქტორებს ხელს უწყობს აჟიოტაჟურ-პანიკური ფონი. იმპორტიორები იწყებენ დოლარის გადახურდავებას და ეროვნული ვალუტის კურსიც ეცემა. თუმცა საგანგაშო არაფერია. გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. როცა ლირა უფასურდება და მეორე-მესამე დღეს იწყებს ლარი გაუფასურებას – ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. ინვესტორები იწყებენ ბაზრიდან დოლარის ამოღებას, ლარის ბრუნვა ბაზარზე იზრდება და იზრდება წნეხი ჩვენს ვალუტაზე“ – აცხადება ექსპერტი.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გაკეთდეს, პაატა ბაირახტარის თქმით, ქვეყნის მიკროეკონომიკური პარამეტრები ამ დროისთვის არის პოზიტიური.

„აქტიური ტურისტული სეზონია, გადმორიცხვებიც გაზრდილია და ფუნდამენტური მიზეზი, რომ გაუფასურება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება, არ არსებობს. ჯერ ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროებას ვერ ვხედავ”, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.