ექსკლუზივი უზბეკეთიდან | ლაშა გუჯეჯიანი ტატო გრიგალაშვილზე - ეს არის ყველაზე მაგარი ჩემპიონი ვინც ოდესმე მინახავს [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ წონით კატეგორიაში პირველიდან ბოლო ბრძოლამდე დამაჯერებლად იჭიდავა ტატო გრიგალაშვილმა და დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

მისი გამოსვლა მთავარმა მწვრთნელლმა და ფედერაციის პრეზიდენტმა შეაფასეს.

ლაშა გუჯეჯიანი (ვაჟ ძიუდოსიტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. რაც შეეხება შეფასებას, მე ასეთი რამე არ მინახავს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ემოციებში ვარ და ტატო მსოფლიო ჩემპიონი ახლახან გახდა. ეს არის ყველაზე ლამაზი და ყველაზე მაგარი ჩემპიონი თუკი ვინმე ოდესმე უნახავს ლაშა გუჯეჯიანს. არა მარტო ქართველი, არამედ ზოგადად მსოფლიოში. მსგავსი ჩემპიონი არ მეგულება. სულ ასე იჩემპიონოს. ამ გამარჯვებას დიდი ხანია ველოდით და გვჯეროდა რომ ეს ასე იქნებოდა. Როცა პატარები ვიყავით, მაშინ ვამბობდით რომ ამას აუცილებლად მივაღწევდით და დღეს ასრულდა ჩვენი ოცნება.“

გიორგი ათაბეგაშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი):

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა მეექვსე მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხე ჩემპიონატია ოქროს მედლის აღებას ახერხებს. გუნდს აქვს რესირსი, რომ ეს იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის“.