ექსკლუზივი | მაკა გიორგობიანი - უზომოდ გახარებულები ვართ, ჩვენმა მოციგურავეებმა დიდი კონკურენციის პირობებში მოახერხეს იაპონიის გრანპრის მოგება [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოში დასრულდა გრანპრი ფიგურულ ციგურაობაში. სპორტულ წყვილებში ოქროს მედლები მოიპოვეს საქართველოს ნაკრების წევრებმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ.
მათი გამოსვლა პირველ არხთან შეაფასა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაკა გიორგობიანმა.
„უზომოდ გახარებულები ვართ, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მათ დიდი კონკურენციის პირობებში მოიგეს ჩემპიონობა“.