„ექოვეივს ფესტივალი“ ანაკლიაში ფესტივალზე დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Echowaves-ის გუნდი დაკავებულებს თანადგომას უცხადებს. მათივე თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფებს არ გააჩნიათ საკმარისი თანხა გირაოს გადასახდელად, რის გამოც, ფესტივალის ორგანიზატორები საზოგადოებას დაკავებულთა ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებენ.
„ანაკლიაში ფესტივალი „ექოვეივსი“ დასრულდა. 22-25 აგვისტოს ანაკლიამ ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდ ფესტივალზე საქართველოდან და საზღვარგარეთიდან კავკასიაში ათასობით სტუმარს უმასპინძლა. მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს, თითოეულ ლოკალურ და საერთაშორისო არტისტს, რომლებიც 22-იდან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიას ეწვივნენ და შექმნეს Echowaves Festival.
საჭიროდ მიგვაჩნია, ფესტივალმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 22-იდან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ დაკავებული 16 ადამიანის (სამი ძარცვის შემთხვევა, 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული შემთხვევა) საკითხთან დაკავშირებით. მათგან 13 უკვე გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „ექოვეივსის“ საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად და, გარკვეულ შემთხვევებში, შედეგიანადაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.