ექიმის ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილ ერთ-ერთ მამაკაცს ოპერაციისთვის ამზადებენ
ექიმის ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილ ერთ-ერთ მამაკაცს ოპერაციისთვის ამზადებენ

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი. მათ აღენიშნებათ ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები. პაციენტები არიან 25 და 52 წლის მამაკაცები. ჩაუტარდათ გამოკვლევები. ერთ-ერთ პაციენტთან გამოვლინდა მცირე წვივის მოტეხილობა. საჭიროებს სტაციონარში მოთავსებას დაკვირვებისა და მკურნალობის მიზნით. ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ოპერაციისთვის მზადდება ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც ამბობენ, დაშავებულები მამა-შვილი არიან“, – აცხადებს რეანიმატოლოგი სულხან სამხარაძე.

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის ​117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.