ექიმის ინფორმაციით, ჩოხატაურში, N1 საჯარო სკოლაში დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ექიმის ინფორმაციით, ჩოხატაურში, N1 საჯარო სკოლაში დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ჩოხატაურში, N1 საჯარო სკოლაში დაშავებული 17 წლის გოგონა მკურნალობას ქუთაისის რეგიონულ რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს. ის ჩოხატაურის საავადმყოფოდან მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით გუშინ გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს ჰოსპიტალის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა, მას ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება. მისი თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ჩოხატაურში, N1 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მე-12 კლასის მოსწავლე გუშინ ჩამოვარდა.