ზუგდიდში, ავარიული შენობის ჩამონგრევის დროს დაშავებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდში, ავარიული შენობის ჩამონგრევის დროს დაშავებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდში, ავარიული შენობის ჩამონგრევის დროს დაშავებული გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ პირველ არხს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა, მზია გერგედავამ განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულ მოზარდს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და სტაბილური.

„უტარდება შესაბამისი კვლევები, მონიტორინგი და დინამიკაში დაკვირვება. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მზია გერგედავამ.

ბავშვი იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში და უგრძელდება შესაბამისი კვლევები და მკურნალობა.

ავარიული შენობა ზუგდიდში დღეს ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი არასრულწლოვანი გადაარჩინეს.