ექიმი გრიგოლ ხურციძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა პაციენტს პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სჭირდება
ექიმი გრიგოლ ხურციძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა პაციენტს პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სჭირდება

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი, ექიმი გრიგოლ ხურციძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

როგორც გრიგოლ ხურციძემ მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას.

„ამჟამად პაციენტი არის სტაბილური. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა იმ პროგნოზირებად გართულებას, რომელიც ჩვენმა კონსილიუმმა იწინასწარმეტყველა გუშინ. ჩვენი რეკომენდაცია რაც რჩებოდა გუშინ, რომ პაციენტი სასწრაფოდ საჭიროებს პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, ისევ იგივე დასკვნას მივყვებით და ახლაც ვითხოვთ ამას. გუშინ რაც ნახეთ, ჩვენი დასკვნა, დოკუმენტი რაც იყო აღწერილი, იქიდან ერთ-ერთ გართულებას ჰქონდა ადგილი. არ გამორიცხოთ, რომ სხვა გართულებებსაც ჰქონდეს ადგილი. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, პაციენტი გადაყვანილ იქნას პოლიპროფილურ განყოფილებაში მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა გრიგოლ ხურციძემ.