ექიმი გიორგი გრიგოლია - მიხეილ სააკაშვილმა განგვიცხადა, რომ გაცილებით უკეთესად გრძნობდა თავს მე-12 დაწესებულებაში, გვითხრა, რომ თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ კლინიკაში, შეწყვეტს შიმშილს
ექიმი გიორგი გრიგოლია - მიხეილ სააკაშვილმა განგვიცხადა, რომ გაცილებით უკეთესად გრძნობდა თავს მე-12 დაწესებულებაში, გვითხრა, რომ თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ კლინიკაში, შეწყვეტს შიმშილს

მიხეილ სააკაშვილმა განგვიცხადა, რომ თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ კლინიკაში, შეწყვეტს შიმშილს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

გრიგოლიას თქმით, სააკაშვილმა ექიმებს ასევე უთხრა, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში თავს უფრო უკეთესად გრძნობდა, ვიდრე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ სუბიექტურად გრძნობს დისკომფორტს ამ დაწესებულებაში, როგორც მოგვახსენა, გაცილებით უფრო უკეთესად გრძნობდა თავს პირველ დაწესებულებაში. ესეც არ უწყობს ხელს ადეკვატურ მკურნალობას. განგვიცხადა ასევე, რომ თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ დაწესებულებაში, კლინიკაში, ის შეწყვეტს შიმშილს“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.