ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით, მუშევანში 19 პირს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, სოფელ მუშევანში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების PCR ტესტირება განახორციელეს.
ეპიდემიოლოგებმა ტესტი 19 პირს ჩაუტარეს. ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება, კვლევის პასუხები კი, ხვალ გახდება ცნობილი.
სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი.