კომპანია „ეპ ჯორჯია გენერაციას“ ჩეხეთის დელეგაცია ესტუმრა
კომპანია „ეპ ჯორჯია გენერაციას“ ჩეხეთის დელეგაცია ესტუმრა

სს „ეპ ჯორჯია გენერაციას“ ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესმენების დელეგაცია ესტუმრა. როგორც კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის დროს ჩეხმა ბიზნესმენაბმა დაათვალიერეს კომპანიის საკუთრებაში არსებული „ზაჰესის“ ჰიდროელექტროსადგური.

მათივე ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს დაათვალიერებინა ელექტროსადგურის მართვის ფარი და სამანქანე დარბაზი, გააცნო ჰესის გაშვების მოკლე ისტორია და მუშაობის ზოგადი პრინციპები. აგრეთვე, სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯგუფის“ საქართველოში საქმიანობის შესახებ.

„ზაჰესის“ ჰიდროელექტროსადგურზე სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მათ შორის იყო ჰიდროაგრეგატი №6-ის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრა, რომელიც დასრულდა 2021 წლის დეკემბერში. პროექტის ჯამურმა ღირებულება შეადგინა 10 860 861 ლარი. ასევე, ზაჰესში დამონტაჟდა კახშხლის მონიტორინგის ავტომატური სისტემა. საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოები შეასრულა წამყვანმა საინჟინრო და საკონსულტაციო ჩეხურმა კომპანიამ VODNÍ DÍLA – TBD a.s.-მა. პროექტის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1 400 000 ლარი. ასევე, 2022 წლის განმავლობაში, „ზაჰესის“ ელექტროსადგურზე კომპანია გეგმავს სამ მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

„ენერგო-პრო“ არის ერთერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც უკვე 16 წელია, ქართულ ენერგობაზარზე მოღვაწეობს და დაფუძნებულია 1994 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყანა ჩეხეთში, ქალაქ სვიტავში. ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში წარმოდგენილია სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯიფაუერის“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ სახით. აღნიშნული კოპანიების საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის გენერაციის, განაწილებისა და მიწოდების სფეროებს. წლებია, „ენერგო-პრო ჯგუფი“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში. ენერგო-პრო ჯგუფი ასევე არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი“, – აცხადებენ კომპანიაში.