აშშ-ის ზოგიერთი შტატი ზედმეტად სწრაფად გაიხსნა, – ამის შესახებ აშშ-ის ინფექციური დაავადებების ექსპერტმა და მთავრობის მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, სწრაფად გახსნის გამო შტატები ახლა ინფექციის ზრდით იხდიან საფასურს.
„ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც მითითებების და რეკომენდაციების მიუხედავად, რომ გაიხსნან ფრთხილად, ზოგიერთმა შტატმა ეს გამოტოვა და ძალიან სწრაფად გაიხსნა. ვფიქრობ, ფლორიდა რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გადაახტა“, – განაცხადა ფაუჩიმ.
ფლორიდაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 9 000-მდე, აშშ-ში კი 60 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.