ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა
ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრას ძალიან პროდუქტიულს უწოდებს.

ისრაელსა და „ჰამას“ შორის სამხედო დაპირისპირების ფონზე, ენტონი ბლინკენი რეგიონულ ტურნეს მართავს, რომლის ფარლებშიც ერ-რიადში საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმოამდგენლებთან გამართა მოლაპარაკებები.

პრინ მუჰამედ ბინ სალმანთან ენტონი ბლინკენის შეხვედრა პრინცის კერძო რეზიდენციაში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

„სახელწმიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ ფოკუსს „ჰამასის“ მხრიდან ტერორისტული თავდასხმების შეწყვეტის, ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფის და კონფლიქტის გავრცელების აღკვეთის მიმართ. შეხვედრის ორივე მონაწილემ დაადასტურეს საერთო მხარდაჭერა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში.