ენტონი ბლინკენმა კიევის ერთ-ერთ ბარში ადგილობრივ ჯგუფთან ერთად იმღერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევის ერთ-ერთ ბარში, ადგილობრივ ჯგუფთან ერთად, კანადელი მომღერლის, ნილ იანგის ცნობილი სიმღერა Rockin’ in the Free World გიტარის თანხლებით შეასრულა. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის ამსახველი ვიდეო ბარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აშშ თქვენთან ერთად არის. მსოფლიოს დიდი ნაწილი თქვენთან ერთადაა და ისინი იბრძვიან არა მხოლოდ თავისუფალი უკრაინისთვის, არამედ თავისუფალი მსოფლიოსთვის. თავისუფალი მსოფლიოც თქვენთან ერთად არის“, – მიმართა ბლინკენმა ბარში შეკრებილებს.
სიმღერა ნილ იანგმა 1989 წელს, მას შემდეგ გამოუშვა, რაც საბჭოთა კავშირში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევს 14 მაისს ეწვია. ვიზიტის შესახებ მედიისთვის არ იყო ცნობილი. როგორც შემდგომში ბლინკენმა მედიასთან განაცხადა ის კიევში დაბრუნდა იმისთვის, რომ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოეხატა.