ენტონი ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
ენტონი ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. ამით ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტურნე დაასრულა.

შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ რეგიონს ორი გზა აქვს, რომელთაგან პირველში „ისრაელი იქნება ინტეგრირებული, უსაფრთხოების გარანტიებითა და ვალდებულებებით, რომლებიც ექნება რეგიონის ქვეყნებისგან, ასევე შეერთებული შტატებისა და პალესტინის სახელმწიფოსგან“.

ბლინკენის თქმით, მეორე გზა არის ტერორიზმის, ნიჰილიზმისა და განადგურების გაგრძელება „ჰამასის“, „ჰუსიტებისა“ და „ჰეზბოლას“ მიერ, რომლებიც ირანისგან არიან მხარდაჭერილები.

„პირველ გზას თუ მიჰყვებით, ეს არის ირანისა და მარიონეტების იზოლაციის, მარგინალიზების საუკეთესო გზა, რომლებიც ამდენ უბედურებას ქმნიან ჩვენთვის და რეგიონში თითქმის ყველა დანარჩენისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.