ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა შეხვედრა გამართეს
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა შეხვედრა გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა არქტიკული მინისტერიალის საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მხარეებმა არქტიკულ საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობისა და რეგიონში საერთო ინტერესების მქონე საკითხები განიხილეს.

ენტონი ბლინკენმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის მოქალაქეების დაცვასა და პრეზიდენტი ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, რომ აშშ მტკიცედ დაიცავს საკუთარ ინტერესებს რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რაც ზიანს აყენებს აშშ-ის მოკავშირეებს.

გარდა ამისა, მხარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გადაჭრის, ავღანეთის, სტრატეგიული სტაბილურობის, ასევე ირანისა და სამხრეთ კორეის ატომური პროგრამების საკითხები განიხილეს.