ენტონი ბლინკენმა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მუშაობის საერთო პრიორიტეტი განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, ხალიდ ბინ სალმანმა ვაშინგტონში შეხვედრაზე ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მუშაობის საერთო პრიორიტეტი განიხილეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ისაუბრა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების, კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციისა და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე, მათ შორის, იემენში.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს აშშ-ის პარტნიორების დაცვას სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების საფრთხეებისგან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-საუდის არაბეთის სტრატეგიული პარტნიორობის მუდმივი ღირებულება.