ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტთან შეხვედრები გამართა
ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტთან შეხვედრები გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ ავივში შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ომის კაბინეტთან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ისრაელის უფლების მიმართ, რომ აღკვეთოს ტერორისტული თავდასხმა.

მათივე ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ღაზაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა ისრაელის თავდაცვის მინისტრს. ენტონი ბლინკენმა და იოავ გალანტმა ღაზაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ღაზის სექტორში განხორციელებული ინტენსიური ოპერაციები. ამასთან, ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი დაძაბულობის შესახებაც.