ენტონი ბლინკენის ვიზიტს ერაყში მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტს ერაყში მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. „სიენენის“ ცნობით, ქუჩაში ასობით ერაყელი გამოვიდა. ისინი აცხადებდნენ, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელს და ღაზაში მშვიდობიანი პალესტინელების ხოცვას.
ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია. მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივნის და ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვედრა ბაღდადში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.