ენტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დელეგაცია არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით მექსიკაში შეხვედრებს მართავს
ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით მექსიკაში შეხვედრებს მართავს. დისკუსიის მთავარი თემა არალეგალური მიგრაციაა.
როგორც მედია წერს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მთავრობას დაეხმაროს, რათა შეამციროს მიგრანტების ნაკადი და გაუმკლავდეს იმ ადამიანთა რეკორდულ რაოდენობას, რომლებიც აშშ-ის საზღვრამდე მისვლას ცდილობენ.
მექსიკიდან არალეგალური მიგრაცია აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ დახმარებისთვის მზად არის, თუმცა სურს, კუბასთან და ვენესუელასთან ამერიკის ურთიერთობებში პროგრესი იხილოს, რადგან მიგრანტების დიდი ნაწილი ამერიკაში სწორედ აღნიშნული ქვეყნებიდან ცდილობენ შესვლას.