ენტონი ბლინკენის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, ირანის ბირთვულ პროგრამაში დასაბრუნებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებენ
ენტონი ბლინკენის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, ირანის ბირთვულ პროგრამაში დასაბრუნებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, ირანის ბირთვულ პროგრამაში დასაბრუნებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებენ.

აღნიშნულის შესახებ ენტონი ბლინკენმა ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ირანი უარს იტყვის ბირთვული შეთანხმებების პირობების შესრულებაზე, განიხილება სხვა ვარიანტები ირანიდან მომდინარე გამოწვევების გასამკლავებლად. ბლინკენის განცხადებით, დიპლომატია არის ყველაზე ეფექტური გზა, თუმცა დიპლომატიური გზით საკითხების მოგვარება საჭიროებს ორივე მხარის ჩართულობას, ხოლო ირანის მხრიდან ამის გაკეთების სურვილი არ იგრძნობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. იარი ლაპიდის თქმით, არის მომენტები, როდესაც სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ძალა, რათა სამყარო ბოროტებისგან დაიცვან. მისი განცხადებით, ისრაელი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ სიტუაციაში, რაც ისრაელის უფლება და ამავე დროს პასუხისმგებლობაცაა.