ენტონი ბლინკენი - ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან დიპლომატიაში ჩართვის ინტერესს არ აჩვენებს
ენტონი ბლინკენი - ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან დიპლომატიაში ჩართვის ინტერესს არ აჩვენებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან დიპლომატიაში ჩართვის ინტერესს არ აჩვენებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის გამოხმაურებაზე, რომ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან დიალოგს უკრაინა არ აპირებს, ბლინკენმა უპასუხა, რომ უკრაინის ხელისუფლების წევრების მოსაზრებით, ეს რაღაც მომენტში დიპლომატიამ უნდა დაასრულოს. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პუტინი რაციონალური, ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი რაციონალურია, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები და მიზნები რაციონალური არ არის.

„ჩვენი მიზანი მარტივია. ეს არის უკრაინელების გვერდით დგომა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელი დარჩება, და, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების დროს მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია რომ ჰქონდეს, თუ ასეთი იქნება, რადგან პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად თქვა – რაღაც მომენტში ეს დიპლომატიური გზით დასრულდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადება პუტინის სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.