ენტონი ბლინკენი - ვენესუელელი ხალხის ნებას არჩევნების მონაცემები დამაჯერებლად აჩვენებს, დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა
არჩევნების მონაცემები დამაჯერებლად აჩვენებს ვენესუელელი ხალხის ნებას, დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა კვირას ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვენესუელელებმა მისცეს ხმა და მათი ხმები უნდა იყოს გათვალისწინებული.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ბლინკენის განცხადებაში, აშშ ულოცავს ედმუნდო გონსალესს წარმატებულ კამპანიას.
ბლინკენის განცხადებით, ახლა დროა, ვენესუელურმა პარტიებმა დაიწყონ მოლაპარაკებები მშვიდობიან გარდამავალ პერიოდზე ვენესუელის საარჩევნო კანონმდებლობისა და ვენსუელელი ხალხის ნების შესაბამისად.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ვენსუელაში დემოკრატიული ნორმების აღდგენის პროცესს და მზად ვართ, განვიხილოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მისი გაძლიერების გზები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.