ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინა ბრძოლაში გაიმარჯვებს და რუსეთს ჩადენილი დანაშაულებისთვის მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.
„24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ჩვენება, უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე. ეს ასევე არის უკრაინული მემკვიდრეობისა და კულტურის აღნიშვნის დღე. დღეს ასევე გავიდა წელიწად-ნახევარი მას შემდეგ, რაც კრემლმა დაიწყო სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – 18-თვიანი აზრს მოკლებული აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელ უკრაინაში. სწორედ თქვენი და თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ საფასურს იმისთვის, რაც ჩაიდინა. შეერთებული შტატები განაგრძობს თქვენ გვერდით დგომას და მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღდგენისთვისა და აყვავებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.