აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ენტონი ბლინკენი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
დიპლომატებმა ჰათაის პროვინციაში მიწისძვრისგან დაზარალებული რაიონები მოინახულეს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი თურქეთის დახმარების საკთხებს განიხილავს.
გავრცელებული ცნობით, ენტონი ბლინკენი ასევე შეხვდება სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებს“, რომელიც სირიის ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში მოქმედებს.