აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.
ინფორმაციას ბლინკენი „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.
შეხვედრა ლონდონში უკრაინის აღდგენის ფორმატის ფარგლებში გაიმართა.
„უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ლონდონში ყოფნისას მქონდა კონსტრუქციული შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. თურქეთი ნატო-სთვის მოკავშირე და ორმხრივი პარტნიორია. ჩვენ განვიხილეთ შვედეთის ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობა ახლა“, – წერს ბლინკენი.