ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა. შეხვედრა ჩეხეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეკრების ფარგლებში გაიმართა.
„მხარეებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ენტონი ბლინკენმა და ჰაკან ფიდანმა ისაუბრეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობებზეც, რომელიც მძევლების გათავისუფლებას უზრუნველყოფს; ასევე, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობასა და რეგიონული არასტაბილურობის პრევენციის საკითხებზე.