ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.
მილერის თქმით, „მხარეებმა ისაუბრეს დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის გაფართოება და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ომის ჰუმანიტარული ხარჯები ისრაელში“.
„მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა „ჰამასის“ მიერ ყველა ძალადობრივი თავდასხმის შეჩერებისა და მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობა“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.