ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში შეხვედრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება და მას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირმოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს თბილისში შეხვედრით. პირდაპირი დიალოგი ყველაზე სარწმუნო გზაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად“, – წერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.