ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა.
საუდის არაბეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი მოგზაურობის ფარგლებში ეწვია. ვიზიტების მიზანია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის, მძევლების გათავისუფლებისა და ღაზის მოსახლეობისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხების განხილვა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკენი შემდეგ ეგვიპტეში ჩავა და ოფიციალურ პირებს შეხვდება. მანამდე კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დისკუსიები შეეხება ომის შემდგომ გეგმებსაც.