აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება.
შეხვედრას, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს, თურქეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი და თურქეთში აშშ-ის ელჩი ჯეფრი ფლეიკი ესწრებიან.
თურქული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზაში მიმდინარე ომი, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის რატიფიკაციის პროცესი და აშშ-ის მიერ თურქეთისთვის F16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვაა.
თურქეთის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საბერძნეთში, იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ეგვიპტეში გამართავს შეხვედრებს.