ენტონი ბლინკენი - პუტინი ცდილობდა უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა, ახლა ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას შეუძლია, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა.
აღნიშნული განცხადებით ბლინკენმა უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის იმ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სადაც ტრამპი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინას დამარცხება.
კითხვაზე – ტრამპის მსგავსად, ეპარება თუ არა ეჭვი უკრაინის ამ ომში გამარჯვებაში, ბლინკენმა უპასუხა: „არა“.
„ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას შეუძლია, იყოს ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ფეხზე დგას სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენ – 50-ზე მეტი ქვეყანა“, – განაცხადა ბლინკენმა.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უბრალოდ, თავს დაესხას მეორეს, ძალით შეცვალოს მისი საზღვრები და კარნახობდეს სხვა ქვეყანას მის მომავალს.
„ეს არის ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ნებას თუ დავრთავთ, რომ ეს დაუსჯელად ხდებოდეს, ჩვენ თუ დავუშვებთ ამ ძირითადი პრინციპების, წესების დარღვევას, მაშინ პოტენციური აგრესორები ყველგან იტყვიან, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება დაუსჯელად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.