აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტია ჩინეთში. ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება წარმოადგენს, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო დაძაბულია.
ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტს ხუთი თვის წინაც გეგმავდა, თუმცა მაშინ შეერთებული შტატების სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთების შესვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაამწვავა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ახლა მაღალ დონეზე საკომუნიკაციო ხაზების აღდგენაა.
ენტონი ბლინკენი შეხვდება ჩინელ კოლეგას და სხვა მაღალჩინოსნებს.
ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, რომელმაც უახლოეს მომავალში სი ძინპინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა.