ენტონი ბლინკენი - მოსახლეობის 100 პროცენტს ღაზაში საკვების მწვავე უკმარისობა აქვს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი მოსახლეობა ასეა კლასიფიცირებული
ენტონი ბლინკენი - მოსახლეობის 100 პროცენტს ღაზაში საკვების მწვავე უკმარისობა აქვს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი მოსახლეობა ასეა კლასიფიცირებული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ღაზაში მცხოვრები ხალხის ასივე პროცენტს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, – ამის შესახებ ბლინკენმა ფილიპინებში ვიზიტისას განაცხადა.

„მოსახლეობის 100 პროცენტს ღაზაში საკვების მწვავე უკმარისობა აქვს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი მოსახლეობა ასეა კლასიფიცირებული. გაერო-ს თანახმად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 100 პროცენტს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. შეადარეთ ეს სუდანს, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, ავღანეთში კი  – 70 პროცენტს“, – თქვა ბლინკენმა.