ენტონი ბლინკენი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში ჩავიდა, სადაც პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს უნდა შეხვდეს.
მანამდე, ბლინკენი იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც რეგიონულ ლიდერებთან გამართა შეხვედრა და ჰუმანიტარული პაუზის აუცილებლობაზე ისაუბრა.
დღესვე ენტონი ბლინკენი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ისრაელსა და ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობასა და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე იმსჯელებს, ასევე განიხილავს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას და ნატო-ს ალიანსის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, მათ შორის შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას.