ენტონი ბლინკენი - კრემლიდან წამოსულ თითოეულ ინფორმაციას დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი
მე დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი კრემლიდან წამოსულ თითოეულ ინფორმაციას, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოსკოვის ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტის სასახლეზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა: „მე ვნახე მოხსენებები. მე მათ ვერანაირად ვერ ვადასტურებ. ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით“.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.