ენტონი ბლინკენი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია ისრაელის მიერ რაფაჰში მოსახლეობის წინააღმდეგ ბომბების გამოყენებით და ამის შესახებ კომუნიკაცია აქვს ისრაელის მთავრობასთან
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია ისრაელის მიერ რაფაჰში მოსახლეობის წინააღმდეგ 2 000 კგ-იანი ბომბების გამოყენებით და ამის შესახებ კომუნიკაცია აქვთ ისრაელის მთვრობასთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატავდით შეშფოთებას რაფაჰზე სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შესახებ და განსაკუთრებით 2 000 კგ-იანი ბომბების გამოყენებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ იქაურობა მჭიდროდ არის დასახლებული. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და გამოვხატავთ შეშფოთებას ისრაელთან კონკრეტულ ადგილას კონკრეტული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. სხვა დახმარებებს რაც შეეხება, რომლებსაც ჩვენ ისრაელს თავდაცვისთვის ვაწვდით, გაგრძელდება, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ისრაელს უნდა ჰქონდეს თავდაცვისთვის ის, რაც სჭირდება“, – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ასევე ყველაფერს ცდილობს, რათა დარწმუნდეს, რომ ღაზაში ხალხი უფრო მეტად არის დაცული და მიეწოდებათ მათთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარება.