ენტონი ბლინკენი - ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინის ალიანსში შესვლის საგზაო რუკის შექმნა განიხილება
ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინის ალიანსში შესვლის საგზაო რუკის შექმნა განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფანე სეჟორნესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ახლა მთავარი საკითხია კარგი და მკაფიო საგზაო რუკის შექმნა.
„მე მჯერა, რომ ნატო-ს სამიტი, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნამდვილად იქნება ძალიან კონცენტრირებული და საკმაოდ კონკრეტული იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, დავადგინოთ ეს საგზაო რუკა. ან გამოვიყენოთ სხვა სურათი, ხიდი – აუცილებელი ხიდი, რათა უკრაინა ნატოს წევრი გახდეს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.