აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა.
როგორც გალანტმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ისრაელმა ყოველსთვის იცოდა, რომ შეერთებილი შტატები მათი დიდი მოკავშირეა და ამას დღეს მთელი მსოფლიო საკუთარი თვალით ხედავს.
„ნება მომეცით, გითხრათ, ბატონო მდივანო, ეს იქნება ხანგრძლივი ომი. საფასური მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას – ისრაელისთვის, ებრაელი ხალხისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლისაც ორივე ქვეყანას სჯერა“.- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ისრაელის უფლებებს, დაიცვას საკუთარი ხალხი.
„თქვენ იცით, ჩვენი ღრმა ერთგულება ისრაელის უფლებისადმი, მისი ვალდებულების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას თავისი ხალხი. ამაში თქვენ ყოველთვის გქონდათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა“,- აღნიშნა ბლინკენმა.